ავტორიზაცია

ლაპორტასა და რაიოლას შორის შეხვედრა შედგა — რა სთხოვა ბარსელონას პრეზიდენტმა ჰოლანდის აგენტს?

ლაპორტასა და რაიოლას შორის შეხვედრა შედგა — რა სთხოვა ბარსელონას პრეზიდენტმა ჰოლანდის აგენტს?
თარიღი 14 Dec 2021, 13:20

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა 13 დეკემბერს აგენტ მინო რაიოლას შეხვდა, იტყობინება ფაბრიციო რომანო.

გავლენიანი ჟურნალისტის ინფორმაციით, ფუნქციონერმა რაიოლასთან "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის პოტენციური ტრანსფერი განიხილა.

როგორც აღინიშნება, ლაპორტამ 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის წარმომადგენელს საკომისიოს ოდენობის შემცირება სთხოვა, რომელსაც ტრანსფერის გაჩარხვისთვის მოითხოვს.

მოგეხსენებათ, ჰოლანდის ხელში ჩაგდებით რამდენიმე სხვა ევროპული გრანდიცაა დაინტერესებული.

ერლინგს "დორტმუნდთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 150 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად ბორუსიელთა მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც მიითვალა.