ბენზემა პარი სენ ჟერმენთან დაპირისპირებაზე: "რეალი ორივე მატჩის მოგებას აპირებს"
"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვითაც მადრიდული გრანდი "პსჟ"-ს დაუპირისპირდება.
"თითოეული მატჩის მოგებაა საჭირო ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფისთვის. ვიცით, რომ "პსჟ" ბრწყინვალე გუნდია, მაგრამ მისი დამარცხება შეგვიძლია".
"ეს ის მატჩია, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველას უნდა. ორივე შეხვედრის მოგებას ვაპირებთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს".
"ალბათ, ახლა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ფორმაში ვარ. ვცდილობ ყოველდღე მოვუმატო, მომხდარით ვისიამოვნო და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს AS-ი.
ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-ს და "რეალის" პირველი 1/8 ფინალური დაპირისპირება 15 თებერვალს, პარიზში გაიმართება, საპასუხო კი 9 მარტს, მადრიდში.