ინტერი და ერიქსენი კონტრაქტს წყვეტენ — ორი კლუბი, სადაც შესაძლოა დანიელი ვიხილოთ

მილანის "ინტერი" და ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი თანამშრომლობის შეწყვეტასთან ახლოს არიან.
როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, 29 წლის დანიელი და "ნერაძური" კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაწყვეტენ.
შეგახსენებთ, ევრო 2020-ის მატჩში გულის გაჩერების შემდეგ ერიქსენს იმპლანტირებული კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუდგეს, რითი თამაშიც იტალიაში რეგლამენტის მიხედვით დაუშვებელია.
ერიქსენი შესაძლოა დანიაში დაბრუნდეს - თავის ყოფილ კლუბ "ოდენსეში", სადაც ახლა ვარჯიშობს. გარდა ამისა, 6 კვირის წინ მისდამი ინტერესი "აიაქსმაც" გამოიჩინა.
გამოცდილი დანიელი "ინტერს" 2020 წლის იანვარში "ტოტენჰემიდან" შეუერთდა, მასში მილანელებმა 27 მილიონი ევრო გადაიხადეს.