ლა ლიგის პრეზიდენტი: "რეალს შეუძლია ჰოლანდის დამატება, ბარსელონას კი - ამ ეტაპზე არა"
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, იმედი გამოთქვა რომ კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი ესპანურ გუნდებში გადასვლენ.
„ყველა ნიშნები გვაქვს იმისა, რომ მბაპე „რეალში“ ითამაშებს. ასევე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჰოლანდიც გადავა რომელიმე ესპანურ გუნდში.
„რეალს“ ორივეს შეძენა შეუძლია თუ მოისურვებს, მაგრამ მხოლოდ მისაღებ ფასად, მინო რაიოლას შემთხვევაში კი ყველაფერი გაურკვევლად არის. თუმცა, მადრიდისთვის ეს დიდი გაძლიერება იქნებოდა და ლა ლიგასაც წაადგებოდა.
ჩემთვის სულერთია, მბაპე და ჰოლანდი ერთ გუნდში ითამაშებენ თუ სხვადასხვაში, თუ ისინი ლა ლიგაში აღმოჩნდებიან.
ამჟამინდელი მდგომარეობით, „რეალს“ შეუძლია ჰოლანდის შეძენაზე ფიქრი, „ბარსელონას“ კი - არა.“ - დასძინა ტებასმა.