"პირველი კენჭისყრის შედეგების შემდეგ, გავიფიქრე, ნუთუ ისევ ბაიერნი?!", - სუარესი
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შედეგების შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
მადრიდულმა კლუბმა ჯერ მიიღო "ბაიერნი", მაგრამ ტექნიკური შეცდომების გამო, გათამაშების შედეგები გაუქმდა. შედეგად, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ატლეტიკოს" მეტოქე გახდა.
"ერთ ღონისძიებაზე ვიყავი და შედეგები მითხრეს. მე ვიფიქრე, ბაიერნი? ისევ?" შემდეგ კი მითხრეს, რომ კენჭისყრა თავიდან იმართებოდა და ვუყურე.
მადრიდის რეალის - ბენფიკას წყვილის გარდა, ყველა შედეგი შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო, რომ არა ბურთების პრობლემა. ზოგადად კი უცნაური რამ მოხდა.
ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საუკეთესო უნდა დაამარცხო. იუნაიტედი კი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ამ მატჩებს საუკეთესო ფორმაში მივუდგებით. ატლეტიკო არ ნებდება", - განაცხადა სუარესმა.