"მითხრა, რომ დღემდე იტანჯება", - მესიმ სუარესთან საუბარში აღიარა, რას ვერ ეჩვევა პარიზში ყველაზე მეტად
„პსჟ-ს“ და არგენტინის ნაკრების შემტევის, ლეო მესის ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა და „ატლეტიკოს“ ფორვარდმა, ლუის სუარესმა, გაამხილა, თუ რა აწუხებს ლეოს პარიზში გადაბარგების შემდეგ ყველაზე მეტად.
ურუგვაელი თავდამსხმელის თქმით, ლეომ მას პირად საუბარში უთხრა, რომ პარიზის სიცივეებს ჯერ ვერ მიეჩვია და ძალიან უჭირს.
„მან მითხრა, რომ სიცივეში თამაშს არ არის მიჩვეული და თოვლიც ძალიან აწუხებს. რა თქმა უნდა, ასეთ ამინდებს მიჩვევა სჭირდება.“ - უთხრა სუარესმა TNT Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ სუარესი „ბარსადან“ „ატლეტიკოში“ უფასოდ 2020 წლის ზაფხულში გადავიდა.
„ჩვენთვის ძალიან რთული იყო ერთმანეთის წინააღმდეგ „კამპ ნოუზე“ თამაში. სხვა შემთხვევაა, როცა ურუგვაი და არგენტინა თამაშობენ, მაშინ ყვოველთვის სანახაობრივი თამაშები გამოგვდის, მეტოქედ ლეოს ყოლა კი ურთულესია.“ - დაასრულა სუარესმა.