მესი: "საკუთარი თავი მარადონასთვის არასოდეს შემიდარებია, ამას ყურადღებას არც კი ვაქცევდი"
"პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ არასოდეს ადარებდა საკუთარ თავს ლეგენდარულ დიეგო მარადონას.
"გულახდილად ვამბობ, საკუთარი თავი დიეგოსთვის არასდროს შემიდარებია, არასდროს. და არასოდეს გამიმახვილებია ამ შედარებებზე ყურადღება".
"წარულში გარკვეული კრიტიკა მაწუხებდა. ნაკრებში არც ისე წარმატებული პერიოდი მქონდა, მაგრამ არა ამის გამო", - თქვა მესიმ France Football-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში, გულის მწვავე უკმარისობის გამო დაიღუპა.