ბარსელონამ ჰოლანდისგან ულტიმატუმი მიიღო - რა შემთხვევაში ეტყვის უარს ნორვეგიელი კატალონიელებს?
"ბარსელონას" დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენა სურს. Diario Sport-ის ცნობით, კატალონიური კლუბი სერიოზულად განიხილავს 21 წლის ფორვარდის მომავალ ზაფხულს მოწვევას.
ჰოლანდისთვის ეს ვარიანტი მიმზიდველია, რადგან მან ზუსტად იცის, რომ სწორედ ის იქნება ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავი. კლუბში მიაჩნიათ, რომ ზაფხულში "ბარსელონას" ფინანსური მდგომარეობა ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ახლაა.
გარიგება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაიფორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰოლანდი "ბარსაზე" უარს იტყვის.
მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა თავდამსხმელმა დორტმუნდის "ბორუსიაში" ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.