ავტორიზაცია

აპირებს თუ არა მანჩესტერი ლინგარდის გაშვებას ზამთარში?

აპირებს თუ არა მანჩესტერი ლინგარდის გაშვებას ზამთარში?
თარიღი 16 დეკ 2021, 11:50

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უდიდესი ალბათობით არ დაემშვიდობება თავის შემტევს, ჯესი ლინგარდს, რომლის სახელს რამდენიმე გუნდს უკავშირებენ.

გასული სეზონის ბრწყინვალე მეორე ნახევრის შემდეგ, "ვესტ ჰემში" იჯარით, ლინგარდი ზაფხულში "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდა სახლში საკმაოდ კარგი რეპუტაციით.

ოლე გუნარ სოლსკიაერმა არ მისცა სრულფასოვანი შანსი ჯესის, რომელიც ამ სეზონში "წითელი ეშმაკების" სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორი გამოსვლით გამოირჩეოდა, მათ შორის უკვე რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით.

გარდა ამისა, გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლინგარდის მოლაპარაკებები "იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ, რომელიც სეზონის ბოლოს იწურებოდა, წარუმატებლად დასრულდა.

Manchester Evening News-ის ცნობით, "ოლდ ტრაფორდზე" არ ელიან "ვესტ ჰემში" ან "ნიუკასლში" ტრანსფერს. ლინგარდი, რომელიც ამ კვირაში 29 წლის ხდება, დანარჩენი სეზონის გატარებას თავადაც "იუნაიტედში" გეგმავს. ჯესი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ რანგნიკთან მეტი სათამაშო დრო ექნება.

აპირებს თუ არა მანჩესტერი ზამთარში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას?