ავტორიზაცია

"არგენტინასთან ერთად მუნდიალის, იუვენტუსთან ერთად კი ჩემპიონთა ლიგის მოგება", - დიბალა თავის მიზნებზე

"არგენტინასთან ერთად მუნდიალის, იუვენტუსთან ერთად კი ჩემპიონთა ლიგის მოგება", - დიბალა თავის მიზნებზე
თარიღი 16 Dec 2021, 14:49

პაულო დიბალამ ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც თავის გეგმებზე ისაუბრა და თავისი კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა.

"ამბიცია? ჩემი სია ძალიან გრძელია, მაგრამ ბევრი რამ შემიძლია ვთხოვო თოვლის ბაბუას წელიწადის დროიდან გამომდინარე. ფეხბურთის თვალსაზრისით, იმედი მაქვს, რომ თოვლის ბაბუა შეძლებს იუვესთვის ჩემპიონთა ლიგის თასის მოტანას.

ასევე მსურს არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ყველაზე ძლიერი ემოციები? ვფიქრობ, ეს იყო შანხაიში სუპერთასის ფინალში. მაშინვე მივხვდი, რას ნიშნავდა ამ მაისურის ჩაცმა.

მყავდა წარმოუდგენელი მიღწევების მქონე თანაგუნდელები, დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომლებიც მაშინვე დამეხმარნენ ამ გუნდში ინტეგრაციაში.

ამ მაისურის ტარება ადვილი არ არის კლუბის ისტორიისა და მასში ნათამაშები დიდი ჩემპიონების გამო. ზეწოლა დიდია და ემოციები, რომლებსაც აქ განიცდი, უნიკალურია.

ჩემი საუკეთესო გოლი? მე ყოველთვის ვამბობ, რომ ის წინ არის! არჩევანი რომ მომიწია, გეტყვით, რომ სწორედ ეს გავიტანე ინტერთან, თუმცა იმ მომენტში მაყურებელი არ იყო.

სწორედ ამ გოლმა გახადა ანგარიში 2-0, ის ძალიან მომწონს როგორც ჩემი მოქმედების გამო, ასევე მეტოქისთვის სტატუსის, რომლის წინააღმდეგაც ის გატანილი იქნა.

ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გოლი, რაც კი ოდესმე გამიტანია ჩემს კარიერაში", - განაცხადა დიბალამ, რომელიც "იუვენტუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის.