ბარსელონას საბოლოო შემოთავაზება დემბელეს - დათანხმდი ან წადი
კატალონიური "ბარსელონა" აგრძელებს მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ თავდამსხმელ, ოსმან დემბელესთან, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ხერარდ რომერომ Twitter-ზე დაწერა.
წყაროს ცნობით, მიმდინარე კვირაში კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის აგენტ მუსა სისოკოს შეხვდება. "ბარსელონა" ახალ კონტრაქტზე საბოლოო შეთავაზებას გააკეთებს.
მოქმედი ხელშეკრულება იწურება 2022 წლის 30 ივნისს. შემოთავაზებული შეთანხმების თანახმად, დემბელე გამოიმუშავებს 11 მილიონ ევროს წელიწადში, გადასახადების გარეშე და პრემიების გარეშეც.
საგადასახადო გამოქვითვის შემდეგ, ოსმანი მიიღებს 7,5 მილიონ ევროს წელიწადში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.
განსხვავება იმაში, რომ კლუბი მზად არის გადაუხადოს დემბელეს ახალი კონტრაქტით და თანხა რისი მიღებაც თავად ფეხბურთელს სურს, დიდია. "ბარსელონას" სურს პრემიებზე დაფუძნებული გადახდა და ფრანგი ფეხბურთელი გადაწყვეტილია მიიღოს ფიქსირებული ხელფასი.