ავტორიზაცია

ვენგერი პსჟ-ში შესაძლო მუშაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

ვენგერი პსჟ-ში შესაძლო მუშაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
თარიღი 16 დეკ 2021, 20:58

"არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა "პარი სენ ჟერმენთან" დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გააკეთა.

როგორც აქამდე დაიწერა, ფრანგი სპეციალისტი შეიძლება პარიზელთა სპორტული დირექტორის პოსტზე დაინიშნოს.

"მხოლოდ წინასაშობაო ფანტაზიის ნაყოფია. არ ვიცი, ვინ თქვა ეს, მაგრამ რეალურად მსგავსი არაფერი ხდება".

"გულწრფელად ვამბობ, არა. არაფერი ხდება", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს RMC Sport-ი.

არსებული ცნობებით, 72 წლის სპეციალისტმა "პსჟ"-ში მუშაობა შეიძლება გუნდის მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნის შემთხვევაში დაიწყოს.