ავტორიზაცია

სამაგალითოდ წავიდა - ბარსას ფინანსური სირთულეების ფონზე, აგუერომ წასვლის წინ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო

სამაგალითოდ წავიდა - ბარსას ფინანსური სირთულეების ფონზე, აგუერომ წასვლის წინ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 17 Dec 2021, 11:35

თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.

ოთხშაბათს, 15 დეკემბერს, არგენტინელმა ფეხბურთელმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ფორვარდმა უარი თქვა ხელფასის გარკვეულ ნაწილზე, რომელიც მას გუნდთან გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტის თანახმად ეკუთვნოდა.

33 წლის არგენტინელმა, „ბარსელონას“ რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, უარი თქვა ხელფასზე, რომელიც მას კონტრაქტის მეორე წლის თანახმად ეკუთვნოდა. ასევე, აგუერომ ამ წლის ხელფასიც მხოლოდ ნაწილობრივ აიღო, რადგან სხვადასხვა პრობლემების გამო, „ბარსას“ მაისურით მხოლოდ 5 მატჩ ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოასწრო.

„ბარსელონას“ გარდა, აგუერომ საკლუბო კარიერის მანძილზე „ინდეპენდიენტეში“, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ მოასწრო თამაში.

შეგახსენებთ, რომ „ბარსაში" არგენტინელი გასულ ზაფხულს გადავიდა, მას შემდეგ რაც „მან სიტისთან" კონტრაქტი ამოეწურა.