ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] დიდი ტრანსფერი - ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი გამოისყიდა!

[EXCLUSIVE] დიდი ტრანსფერი - ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი გამოისყიდა!
თარიღი 17 Dec 2021, 14:39

საქართველოს ნაკრების 21 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას სრულფასოვანი წევრი გახდა.

GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, "ღამურებმა" ქართველი მეკარე დინამო თბილისისგან დათქმულ დროზე ადრე გამოისყიდეს, ქართული გუნდი 1 მილიონ ევროს მიიღებს.

რაც შეეხება პირად კონტრაქტს, უახლოეს კვირებში ეს დეტალიც ცნობილი გახდება, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, მხარეებს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, თუმცა გუნდში ყველა დაარწმუნა, რომ მათ ფეხბურთელი 6 თვით ადრე უნდა გამოესყიდათ. "ღამურების" რიგებში 21 წლის ფეხბურთელს 6 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული, ყველა ლა ლიგაში.