წილისყრა შედგა - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია!

რამდენიმე წუთის წინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის წილისყრა დასრულდა.
საქართველოს ნაკრები C დივიზიონში D ჯგუფში ითამაშებს, შემდეგ მეტოქეებთან: ბულგარეთი, ჩრდ.მაკედონია და გიბრალტარი.
ერთა ლიგის ახალი გათამაშება 2022 წლის ივნისიდან დაიწყება და ამ თვეში ჯვაროსნები 4-ჯერ ითამაშებენ, ხოლო ტურნირი სექტემბერში 2 შეხვედრით დამთავრდება.
საქართველოს ნაკრები 2022 წლის მატჩებს მარტში, ამხანაგური შეხვედრებით დაიწყებს.
ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში სომხეთთან, ჩრდ.მაკედონიასთან და ესტონეთთან ბრძოლაში ჯგუფში მე-3 პოზიცია დაიკავა.