წიტაიშვილმა ახალი წელი შესაძლოა ახალ გუნდში დაიწყოს
ოდესის "ჩერნომორეცის" გულშემატკივრები აგრძელებენ ბრძოლას თავიანთი საყვარელი კლუბის ხელმძღვანელობასთან. უკრაინელ ქომაგებს არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ მათი გუნდი კიევის "დინამოს" ე.წ. ფარმ კლუბად არის ქცეული.
ზღვისპირელთა შემადგენლობაში თამაშობს უკრაინული ფეხბურთის ფლანგმანის საკუთრებაში მყოფი არაერთი ფეხბურთელი, მათ შორის არის გიორგი წიტაიშვილიც.
ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა წერს, რომ ბიზნესმენები ბორის კაუფმანი და ალექსანდრ გრანოვსკი მიმდინარე წლის ბოლომდე 3.5 მილიონ ევროდ შეიძენენ "ჩერნომორეცს" და იჯარით მოთამაშე ფეხბურთელებს გაუშვებენ.
ოდესური გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება რომან გრიგორჩუკი, რომელიც საკუთარი საკადრო პოლიტიკის გატარებას აპირებს. ბელარუსი დამრიგებელი უარს იტყვის "თეთრ-ლურჯების" საკუთრებაში მყოფ მოთამაშეებზე.
აქედან გამომდინარე, ქართველ შემტევს 2022 წლის დასაწყისში შეიძლება ახალი კლუბის მოძებნა მოუწიოს. შეგახსენებთ, რომ ზღვისპირელებში ბექა ვაჩიბერაძეც თამაშობს.