"ეს არის ისტორია, რომელიც თითქმის არავინ იცის" - წიტაიშვილის ემოციური პოსტი ინსტაგრამზე
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს მისი ბაბუის, ბორია კვარაცხელიას შესახებ.
როგორც პოსტიდან ჩანს, დღეს სწორედ მისი ბაბუის დაბადების დღეა, რასთან დაკავშირებითაც ქომაგს ერთი ისტორია გაუმხილა.
"უცნობი ისტორია ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრის შესახებ.
ბაბუაჩემი ბორია. პოსტს მის ხსოვნას ვუძღვნი. პასპორტით, მისი დაბადების დღე 20 ნოემბერს აღინიშნება, თუმცა რეალურ ცხოვრებაში გვთხოვდა, მილოცვები 18 ნოემბერს მიეღო.
ჩვეულებრივ, მამაკაცები ცოტას საუბრობენ და ბევრს აკეთებენ. ეს იყო ის, რასაც ბაბუაჩემი აკეთებდა.
ის ყოველთვის ცდილობდა, დრო გამოენახა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობდა, რათა ოჯახი ერჩინა. მისი წყალობით მივიღე პირველი ბუცები და ახალი ტელეფონი. ყოველთვის ცდილობდა, რომ თავი ისე მეგრძნო, როგორც სხვა ბიჭებს. მათ ჰქონდათ საშუალება ეყიდათ ყველაფერი, რაც სურდათ - მე არა.
ბაბუ ყველაფერს აკეთებდა, რომ ფინანსურად არ გამჭირვებოდა, რათა მთლიანად სპორტზე მეფიქრა. ის იყო ადამიანი, რომელმაც დიდი ფინანსური დახმარება გამიწია, როცა კიევში პირველად ჩავედი.
შეიძლება ითქვას, რომ ის ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდა. ბაბუ ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო.
მუდამ გახსოვდეს საყვარელი ადამიანები. თუ ისინი ცოცხლობენ, სანამ ჩვენ გვახსოვს," - წერს გიორგი წიტაიშვილი.
გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2021 წლის მაისში აიღო და ეროვნულ ნაკრებში უკვე 5 მატჩი აქვს ჩატარებული.
როგორც ცნობილია, გიორგიმ საქართველოს ნაკრებისთვის თამაშის გადაწყვეტილება ბაბუას გარდაცვალების შემდეგ მიიღო. ბორიას სურვილი გიორგის მიმართ სწორედ ეს იყო.