ავტორიზაცია

"ნაკრები ხელს უშლის" - ჟილ ვისენტეს მწვრთნელი გიორგი აბურჯანიაზე

"ნაკრები ხელს უშლის" - ჟილ ვისენტეს მწვრთნელი გიორგი აბურჯანიაზე
თარიღი 20 Nov 2021, 13:24

პორტუგალიური ჟილ ვისენტეს მთავარმა მწვრთნელმა რიკარდუ სუარეშმა განმარტა, თუ რატომ გაუჭირდა გუნდში დამკვიდრება გიორგი აბურჯანიას.

"გიორგი აბურჯანია მაღალი დონის ფეხბურთელია, მას ვენდობით, თუმცა ნაკრებში ხშირი გამოძახება მისთვის და ჩემთვის პრობლემად იქცა, რადგან ბევრი ვარჯიშის გაცდენა უწევს.

მისი შრომით კმაყოფილი ვართ და გიორგიც კარგად იგებს, რა გვსურს მივიღოთ მისგან, მაგრამ საქართველოს ნაკრებში წასვლა მის კარიერას ჟილ ვისენტეში ზიანს აყენებს. გიორგის ხშირად ამ ფაქტორის გამო არ უწევს თამაში," - განაცხადა სუარეშმა Record-თან საუბრისას.

გიორგი აბურჯანია ჟილ ვისენტეს 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით ესპანური კარტახენადან შეუერთდა, თუმცა მას შემდეგ 26 წლის ნახევარმცველმა მხოლოდ 8-ჯერ ითამაშა და 139 წუთით. ამ პერიოდში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.