ავტორიზაცია

უიქენდი ხვიჩას აგრეშე - კვარაცხელია სოჭისთან მატჩს გამოტოვებს

უიქენდი ხვიჩას აგრეშე - კვარაცხელია სოჭისთან მატჩს გამოტოვებს
თარიღი 19 ნოე 2021, 14:49

რუსული პრემიერლიგის მე-15 ტურში სოჭის წინააღმდეგ ყაზანის რუბინს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.

მიზეზი დისკვალიფიკაციაა. ფეხბურთელმა საწყის 14 ტურში 4 ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ერთი ტურის გამოტოვება მოუწევს.

სოჭისა და ყაზანის რუბინის დაპირისპირება 21 ნოემბერს შედგება, ხვიჩა გუნდს 28 ნოემბერს, მოსკოვის დინამოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდება.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას უკვე 4 ყვითელი ბარათი აქვს, როცა გასულ მთლიან სეზონში 6-ჯერ გააფრთხილეს.