ავტორიზაცია

"ვინც დღეს დინამოში ჩემ ადგილას თამაშობს, ბურთებს ვაწვდიდი" - გიორგი წიტაიშვილი

"ვინც დღეს დინამოში ჩემ ადგილას თამაშობს, ბურთებს ვაწვდიდი" - გიორგი წიტაიშვილი
თარიღი 19 Nov 2021, 12:42

კიევის დინამოდან ჩერნომორეცში იჯარით განათხოვრებულმა გიორგი წიტაიშვილმა დედაქალაქურ გუნდში კონკურენციაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, დინამოში იმიტომ ვთამაშობდი ცოტას, რომ ამ გუნდში ჩემს პოზიციაზე თამაშობს ფეხბურთელი, რომელსაც თავის დროზე, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისას ბურთებს ვაწვდიდი აუტის ხაზიდან. მაშინ მე 17 წლის ვიყავი და პირველ გუნდში ახალი მისული მას ვაკვირდებოდი, რჩევებს ვიღებდი. კარგია, როცა გუნდში ასეთი მოთამაშეა. არ გავბრაზებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვსურს ევროასპარეზზე თამაში. წყენა არ ყოფილა. ციგანკოვის ფასი ხომ სადღაც 20-25 მილიონი ევროა," - განაცხადა გიორგი წიტაიშვილმა UA-FOOTBALL-თან საუბრისას.

შემდეგ უიქენდზე გიორგი წიტაიშვილის ჩერნომორეცი სწორედ კიევის დინამოს შეხვდება. თავდაპირველად, დედაქალაქელთა ხელმძღვანელობა წინააღმდეგი იყო, მათ განათხოვრებულ ფეხბურთელებს ეთამაშათ, თუმცა კიევის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ამის ნებართვა გასცა.

მიმდინარე სეზონში გიორგი წიტაიშვილმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.