ავტორიზაცია

"ასეთ ტიტულოვან გუნდში არასდროს მიმუშავია" - გია ცეცაძე ტორპედოს მწვრთნელად დაინიშნა

"ასეთ ტიტულოვან გუნდში არასდროს მიმუშავია" - გია ცეცაძე ტორპედოს მწვრთნელად დაინიშნა
თარიღი 18 ნოე 2021, 22:34

47 წლის სპეციალისტი გია ცეცაძე ქუთაისის ტორპედოს გაწვრთნის.

ამის შესახებ ქუთაისელთა ოფიციალური ვებგვერდი წერს და მწვრთნელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს.

"ძალიან გახარებული ვარ, 22-ე წელი იწყება ჩემს სამწვრთნელო კარიერაში და ასეთ ტიტულოვან გუნდში არასდროს მიმუშავია. მადლობა ღმერთს და ტორპედოს ხელმძღვანელობას, რომ მომცეს საშუალება, ასეთი გუნდისთვის მეხელმძღვანელა.

რაც შეეხება მიზანს, გვსურს წელს ადგილი შევინარჩუნოთ ეროვნულ ლიგაში და ახალი სეზონიდან უმაღლეს მიზნებს დავისახავთ," - განაცხადა გია ცეცაძემ.

ქუთაისის ტორპედოში გია ცეცაძემ კახა ჩხეტიანი შეცვალა, რომელიც ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს. გია ცეცაძის ბოლო კლუბი კი ეროვნული ლიგის ბოლოადგილოსანი სამტრედია იყო.