"აუცილებლად დიდ ფეხბურთს ითამაშებს!" - მიქაუტაძე თანაგუნდელმა შეაქო
ბელგიური სერენის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ფრანგმა თანაგუნდელმა იუსეფ მაზიზმა შეაქო.
23 წლის ფრანგი ნახევარმცველის თქმით, უახლოეს პერიოდში გიორგი მიქაუტაძე აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს და დიდ გუნდში ითამაშებს.
"ჟორჟი ძალიან ახალგაზრდა და კარგი ფეხბურთელია, უდიდესი ნიჭი აქვს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, დიდ გუნდში ითამაშებს და წარმატებას მიაღწევს.
ცოტა ხანია რაც დაბრუნდა და ბელგიის ლიგაში უკვე 5 გოლი აქვს, ერთმანეთს მოედანზე კარგად ვუგებთ, ორივეს გვიყვარს სწრაფი თამაში, 1-2 პასით," - განაცხადა იუსეფ მაზიზმა.
იუსეფ მაზიზი, გიორგი მიქაუტაძის მსგავსად, სერენში იჯარის წესით ფრანგული მეციდან თამაშობენ. სეზონის ბოლოს ორივეს საიჯარო ხელშეკრულება იწურება.
გიორგი მიქაუტაძეს სერენში მიმდინარე სეზონში 11 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 8 გოლია.