ავტორიზაცია

ბარსელონასა და უმტიტის ერთმანეთისგან განსხვავებული გეგმები აქვთ

ბარსელონასა და უმტიტის ერთმანეთისგან განსხვავებული გეგმები აქვთ
თარიღი 17 დეკ 2021, 15:13

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებიდან აბარგება არ უნდა.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, ფრანგს არსებული სიტუაციის შეცვლა და იმის დამტკიცება სურს, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის უკანახაზელი ამისათვის კონტრაქტის პირობებზე ხელახლა მოლაპარაკებისთვის მზადაა.

აქამდე დაიწერა, რომ "ბარსა" უმტიტის ხელშეკრულებას გაუწყვეტს, თუ ეს უკანასკნელი იანვარში კლუბიდან წასვლაზე უარს იტყვის.

ცნობისთვის, სამუელი "ბლაუგრანას" ღირსებას 2016 წლის ზაფხულიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

მიმდინარე სეზონში უმტიტიმ ყველა ტურნირზე ერთად კატალონიური გრანდის რიგებში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა.

5 ფეხბურთელი, რომელთა გაშვებასაც ბარსელონა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს