სანჩესის ბარსაში დაბრუნების შანსები მცირდება — ხავის სხვა ორი ფეხბურთელი უფრო იზიდავს
"ინტერის" თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, ჩილელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარ მწვრთნელ ხავი ერნანდესისთვის პრიორიტეტული ვარიანტი არ არის.
41 წლის სპეციალისტს სხვა შემტევი ფეხბურთელები უფრო მოსწონს - განსაკუთრებით, ფერან ტორესი ("მანჩესტერ სიტი"), აგრეთვე ედინსონ კავანი ("მანჩესტერ იუნაიტედი").
აღსანიშნავია, რომ ალექსისს კატალონიური გრანდის რიგებში უკვე უასპარეზია, სადაც 2011 წლიდან 2014 წლამდე ირიცხებოდა, შემდეგ კი 42,5 მილიონ ევროდ "არსენალში" გადავიდა.
მიმდინარე სეზონში სანჩესმა ყველა ტურნირზე ერთად "ინტერის" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.