ავტორიზაცია

იუვენტუსში მორატას დღეები დათვლილია — ტურინელთა რადარზე სხვა 3 ტოპ-თავდამსხმელია

იუვენტუსში მორატას დღეები დათვლილია — ტურინელთა რადარზე სხვა 3 ტოპ-თავდამსხმელია
თარიღი 17 Dec 2021, 16:14

"იუვენტუსი" "ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის, ალვარო მორატას კონტრაქტს არ შეისყიდის, რომელიც ტურინელთა ღირსებას არენდის წესით იცავს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, "ბებერ ქალბატონი" საიჯარო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 35 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ტურინელებს 29 წლის ფეხბურთელის ორწლიანი იჯარა 20 მილიონი დაუჯდათ და მის გამოსყიდვაში დამატებით 35 მილიონის გადახდა არ უნდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსი" ახალ თავდამსხმელს ეძებს. კლუბი ედინსონ კავანითა და ანტონი მარსიალით (ორივე - "მანჩესტერ იუნაიტედი"), აგრეთვე მაურო იკარდით ("პსჟ") ინტერესდება.

მიმდინარე სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.