ანდრეი შევჩენკო მილანის წინააღმდეგ! — იტალიის თასის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები
დღეს იტალიის თასის (კოპა იტალია) 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გუნდები დაწყვილდნენ.
ასე და ამგვარად, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული "იუვენტუსი" "სამპდორიას" დაუპირისპირდება, "ინტერი" "ემპოლის", ხოლო "მილანი" "ჯენოას", რომელსაც სათავეში "როსონერის" ლეგენდარული ფორვარდი, ანდრეი შევჩენკო უდგას.
კოპა იტალიას 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრის სრული შედეგები:
"ატალანტა" - "ვენეცია"
"ინტერი" - "ემპოლი"
"იუვენტუსი" - "სამპდორია"
"ლაციო" - "უდინეზე"
"მილანი" - "ჯენოა"
"ნაპოლი" - "ფიორენტინა"
"რომა" - "ლეჩე"
"სასუოლო" - "კალიარი"
აღსანიშნავია, რომ იტალიის თასის 1/8 ფინალური მატჩები 2022 წლის იანვარში გაიმართება.