4 კანდიდატი უკვე შერჩეულია — ბარსელონაში ხორდი ალბას შემცვლელს ეძებენ
"ბარსელონა" გუნდის მარცხენა მცველის, ხორდი ალბას პოტენციურ შემცვლელს ეძებს, იტყობინება El Nacional.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდის ინტერესთა სფეროში ორი ფეხბურთელია მოხვედრილი.
ასე და ამგვარად, როგორც აღინიშნება, საუბარია ალექს ტელეშსა ("მანჩესტერ იუნაიტედი") და მარკოს ალონსოზე ("ჩელსი").
გარდა ამისა, საუბრობენ "ბარსა ბ"-ს ყოფილი უკანახაზელის, ალექს გრიმალდოს შესაძლო დაბრუნებაზეც, რომელიც ამჟამად "ბენფიკას" ღირსებას იცავს. კიდევ ერთი ვარიანტია ჰასან კამარა ("ნიცა").
შეგახსენებთ, ალბა უკვე 32 წლის გახლავთ და ხშირად ტრავმიანობს, რითაც "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი უკმაყოფილოა.
გამოცდილი ესპანელი "ბლაუგრანას" ღირსებას 2012 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.
მიმდინარე სეზონში ალბამ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.