"ვერ ვიტყვი, რომ შეუძლებელია", - ლილის პრეზიდენტი აზარის შესაძლო დაბრუნებაზე
"ლილის" პრეზიდენტმა, ოლივიე ლეტანგმა "რეალის" შემტევი ნახევარმცველის, ედენ აზარის ფრანგულ კლუბში დაბრუნება არ გამორიცხა.
"აზარის დაბრუნება "ლილში"? ვერ ვიტყვი, რომ შეუძლებელია. საჭიროების შემთხვევაში, ესპანეთში გავემგზავრები მოლაპარაკებების გასამართად".
"ედენი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მაგრამ ახლა "რეალში" თამაშობს, კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს", - ციტირებს ლეტანგის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, 30 წლის ბელგიელი სუპერვარსკვლავი "ლილის" ღირსებას 2005 წლიდან 2012 წლამდე იცავდა, შემდეგ კი ლონდონის "ჩელსის" მიაშურა.
მიმდინარე სეზონში აზარმა ყველა ტურნირზე ერთად "რეალის" მაისურით 12 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.