ოფიციალურად: ინტერმა ერიქსენს კონტრაქტი გაუწყვიტა
"ინტერმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენთან თანამშრომლობის შეწყვეტა დაადასტურა.
მხარეები მოქმედი ხელშეკრულების გაწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც 2024 წლის 30 ივნისამდე იყო გათვლილი.
შეგახსენებთ, ევრო 2020-ის მატჩში გულის გაჩერების შემდეგ ერიქსენს იმპლანტირებული კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუდგეს, რითი თამაშიც იტალიაში რეგლამენტის მიხედვით დაუშვებელია.
გამოცდილი დანიელი "ნერაძურის" 2020 წლის იანვარში "ტოტენჰემიდან" შეუერთდა, მის სანაცვლოდ მილანელებმა 27 მილიონი ევრო გადაიხადეს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერიქსენი შესაძლოა დანიაში დაბრუნდეს - თავის ყოფილ კლუბ "ოდენსეში", სადაც ახლა ვარჯიშობს. გარდა ამისა, 6 კვირის წინ მისდამი ინტერესი "აიაქსმაც" გამოიჩინა.