ტერ შტეგენის გაყიდვა? - ბარსელონამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
"ბარსელონა" მეკარესთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან განშორებას არ გეგმავს. კატალონიურმა კლუბმა მეკარეს აცნობა, რომ "ბარსას" ფინანსური სირთულეების მიუხედავად, მის გაყიდვას არ აპირებენ.
"ლურჯ-ბროწეულების" ხელმძღვანელობა და მწვრთნელი ხავი დარწმუნებულნი არიან, რომ გერმანელი ახალი გუნდის მშენებლობაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება.
კლუბსაც და მწვრთნელსაც სრული ნდობა აქვს ტერ შტეგენზე, იუწყება Diario Sport. წყაროს ცნობით, ხელშეუხებელთა სიაში ასევე მოხვდნენ რონალდ არაუხო, გავი, ნიკო გონსალესი, პერი და ანსუ ფატი.
ტერ შტეგენმა ამ სეზონში "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, მათგან ექვსი მშრალად. გერმანელი მეკარის სახელს "ნიუკასლ იუნაიტედს" უკავშირებდნენ.