ავტორიზაცია

ახალი სეზონის მე-3 ტრანსფერი - დინამო თბილისმა უკრაინელი თავდამსხმელი დაიმატა

ახალი სეზონის მე-3 ტრანსფერი - დინამო თბილისმა უკრაინელი თავდამსხმელი დაიმატა
თარიღი 18 დეკ 2021, 00:42

23 წლის უკრაინელი ცენტრფორვარდი სტანისლავ ბილენკი დინამო თბილისში ითამაშებს.

ამის შესახებ დედაქალაქური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება 2+1 სისტემით გაფორმდა.

სტანისლავ ბილენკი სლოვაკური დუნაისკა სტრედას საკუთრება იყო და 2021 წლის სეზონში განათხოვრების წესით ბრესტის დინამოში თამაშობდა. უკრაინელი ფორვარდის ანგარიშზე 31 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ბილენკიმ ბელარუსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა.

ახალი სეზონისთვის დინამო თბილისში ეს მე-3 ტრანსფერია, გუნდმა კი მხოლოდ პირველი გააოფიციალურა. GOAL.GE-მ რამდენიმე დღის წინ გაცნობათ, რომ გორის დილადან ოსმან კამარა და გაგრადან დავით კერესელიზე დინამო თბილისში ითამაშებენ.