ავტორიზაცია

თელავს კაპიტანიც ტოვებს?

თელავს კაპიტანიც ტოვებს?
თარიღი 18 დეკ 2021, 01:03

25 წლის ცენტრალური მცველი ანტონ თოლორდავა თავისუფალი აგენტია.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა დასრულდა.

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი რუხაძე "თელავთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავიუფალი აგენტია. მის რიგებს გუნდის კიდევ ერთი ლიდერი და ამჯერად, კაპიტანი მიემატა.

2021 წლის სტარტზე ანტონ თოლორდავა ესტონეთის ჩემპიონატში თამაშობდა, თუმცა ზაფხულში თელავში დაბრუნდა. ამ დროის განმავლობაში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.