ავტორიზაცია

ბარსელონასთვის დე იონგი ხელშეუხებელი აღარ არის - ტრანსფერი ახლოვდება?!

ბარსელონასთვის დე იონგი ხელშეუხებელი აღარ არის - ტრანსფერი ახლოვდება?!
თარიღი 18 დეკ 2021, 10:36

"ბარსელონა" თავისი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის გაყიდვას განიხილავს. Marca-ს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა შეწყვიტა 24 წლის ნახევარმცველის ხელშეუხებლად მიჩნევა.

მიმდინარე სეზონში ის მოსალოდნელზე ბევრად ცუდად თამაშობს. "ბარსელონამ" შესაძლოა ზაფხულში გაყიდოს დე იონგი, თუ კარგი შეთავაზება იქნება მიღებული.

კატალონიელები ასეთ გარიგებას დიდი თანხის გამომუშავების შესანიშნავ შესაძლებლობად თვლიან. გარდა ამისა, დე იონგის წასვლა დადებითად აისახება "ბარსას" ხელფასებზე.

ფრენკი ახლა კლუბს წელიწადში დაახლოებით 30 მილიონი ევრო უჯდება, თუ ფეხბურთელის ხელფასი და ტრანსფერის ამორტიზაცია იქნება გათვალისწინებული.

პედრის, გავის და ნიკო გონსალესის პროგრესის გათვალისწინებით, იმავე პოზიციაზე, რა პოზიციაზეც არის დე იონგი, კლუბს არ სჯერა, რომ აუცილებელია ფრენკის გუნდში შენარჩუნება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს "ბარსელონამ" "აიაქსს" დე იონგისთვის 75 მილიონი ევრო გადაუხადა. ხელშეკრულებაში ბონუსად კიდევ 11 მილიონი ევრო იყო გათვალისწინებული.