ავტორიზაცია

კავანის ბარსელონაში გადასვლას წინ აღარაფერი უდგას - ესპანური პრესა

კავანის ბარსელონაში გადასვლას წინ აღარაფერი უდგას - ესპანური პრესა
თარიღი 17 Dec 2021, 23:20

ჭორები კავანის "ბარსელონაში" გადასვლაზე ნოემბერში განახლდა. კატალონიელებს სურთ ურუგვაელის შეძენა ზამთრის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

ეს ყველაფერი აგუეროსთან განშორების გამო ხდება. კატალონიური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფრანჩესკ აგილარი ირწმუნება, რომ ედინსონი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "ბარსასთან" კონტრაქტი ამ ზამთარში გააფორმოს.

ხავი ასევე უპირატესობას ანიჭებს ურუგვაელს ბაზარზე არსებულ სხვა ვარიანტებთან შედარებით. გარდა ამისა, კავანის ჰქონდა რამდენიმე ვარიანტი სამხრეთ ამერიკიდან.

ბრაზილიურმა "კორინთიანსმა" და "პალმეირასმა" მოითხოვეს, მაგრამ ყველაზე ჯიუტი არგენტინული "ბოკა ხუნიორსი" იყო, რომელსაც ედინსონის შეძენა "პსჟ"-დან წასვლის შემდეგაც კი სურდა.

კავანი თვლის, რომ მას შეუძლია მაღალ დონეზე თამაში კიდევ ორი-სამი სეზონი, ამიტომ მან მიატოვა სამხრეთ ამერიკის ყველა ვარიანტი. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ზამთარში ელ მატადორს "ბარსელონაში" ვიხილავთ.

ტერ შტეგენის გაყიდვა? - ბარსელონამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო