რამდენად რეალურია წიტაიშვილის გადასვლა ვაისის, კანკავასა და კაშიას გუნდში?
როგორც ვიცით, ბრატისლავას "სლოვანში" თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ვლადიმირ ვაისია.
Meta-ratings-ის ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სლოვაკური კლუბის შემადგენლობა შესაძლოა შეივსოს "ჯვაროსნების" კიდევ ერთი მოთამაშით, გიორგი წიტაიშვილით.
"ლურჯებს" სურთ ქართველი გარემარბის განათხოვრების წესით აყვანა, სრულფასოვანი გამოსყიდვის პერსპექტივით, იმ შემთხვევაში, თუ მისი კლაუსულა ორი მილიონის ფარგლებში იქნება.
შეგახსენებთ, რომ კიევის "დინამოს" საკუთრებაში მყოფი ვინგერი იჯარით ახლა თამაშობს ოდესის "ჩერნომორეცში", რომელშიც მან მოასწრო 13 შეხვედრის ჩატარება და ერთი გოლის გატანა.
უკრაინული გუნდის შვიდიანის წასვლის ალბათობა მართლაც მაღალია, რადგან არაა გამორიცხული, რომ მის კლუბში მოვიდეს ახალი მფლობელი, რომელიც შემადგენლობის კაპიტალურ წმენდას ჩაატარებს.