ავტორიზაცია

"წიტაიშვილის თამაშის ყურება აქაური ბავშვებისთვის ნამდვილი ბედნიერებაა", - ჩერნომორეცის მწვრთნელი

"წიტაიშვილის თამაშის ყურება აქაური ბავშვებისთვის ნამდვილი ბედნიერებაა", - ჩერნომორეცის მწვრთნელი
თარიღი 16 Dec 2021, 14:32

ოდესის "ჩერნომორეცის" მთავარმა მწვრთნელმა, იური მოროზმა თავისი გუნდის შეგირდის, გიორგი წიტაიშვილის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"სასიხარულოა გულშემატკივრის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩერნომორეცში გატარებული ხუთი თვის განმავლობაში ვგრძნობ. როგორ შეჰხარიან ბავშვები წიტაიშვილს, როდესაც ის მეტოქეებს ატყუებს.

როდესაც მათთან ფოტოსურათებს იღებს. აქ ფეხბურთი არის და იქნება მომავალშიც და ეს ჩემთვის სასიამოვნოა", - განაცხადა უკრაინელმა დამრიგებელმა ხარკოვის "მეტალისტ 1925"-ის დამარცხების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი გარემარბი კიევის "დინამოს" საკუთრებაში იმყოფება და ზღვისპირეთში ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით ითამაშებს.

რაც შეეხება მოროზის შეგირდის მონაგარს, მის ანგარიშზე არის 13 ჩატარებული შეხვედრა და ერთი გოლი. არაა გამორიცხული, რომ 21-წლის ვინგერი ზამთარში სხვა გუნდში ვიხილოთ.