ავტორიზაცია

ქართველი ლეგიონერების მთავარ მწვრთნელად ჩერჩესოვი ინიშნება

ქართველი ლეგიონერების მთავარ მწვრთნელად ჩერჩესოვი ინიშნება
თარიღი 18 დეკ 2021, 13:47

"ფერენცვაროშის" ახალ მწვრთნელად სტანისლავ ჩერჩესოვი ინიშნება. აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს რუსულმა და უნგრულმა სხვადასხვა მედია საშუალებებმა.

რუსი დამრიგებლის ბუდაპეშტში გადაბარგება მომავალ კვირას გაოფიციალურდება. უნგრეთში იმედი აქვთ, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი დააბრუნებს გუნდში იმ დისციპლინას, რომელიც სერგეი რებროვის დროს იყო.

შეგახსენებთ, რომ "თეთრ-მწვანეებში" ამ დროისთვის ირიცხება ორი ქართველი ლეგიონერი - ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი. საინტერესოა, როგორ შეეწყობიან ქართველები ახალ თავკაცს.

დვალი "ფერენცვაროშის" შემადგენლობაში თამაშობს 2019 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 60 შეხვედრა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.

რაც შეეხება ხარაიშვილს, ამ წლის თებერვალში გადმოსული შემტევი ნახევარმცველი ბუდაპეშტში დამკვიდრებას ჯერ ვერ ახერხებს, შედეგად მხოლოდ ხუთი მატჩი და ერთი გოლი.