სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია — მაურო იკარდი და ვანდა ნარა დიდ სკანდალში გაეხვნენ

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, მაურო იკარდი და მისი მეუღლე, ვანდა ნარა, რომელიც აგრეთვე არგენტინელი ფორვარდის აგენტიცაა, ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილები.
როგორც Corriere dello Sport-ი იტყობინება, წყვილის მიერ დაარსებული კომპანია Marketing Football SRL-ი ფულის გათეთრებასა და სტრუქტურულ კორუფციაშია ბრალდებული.
ცოლ-ქმრის წინააღმდეგ სარჩელი ფერნანდო მიგესმა შეიტანა, კომპანია Fundación por la Paz y el Cambio Climático de Argentina-ს მფლობელმა.
ბუენოს-აირესის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ფულის გათეთრებამ იკარდისთან და ნარასთან დაკავშირებული სხვა კომპანიებიც დააზარალა - კერძოდ, ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია, ბრენდი WANDA და Wanda Nara Cosmetics.
საჩივარში ნათქვამია, რომ Work Marketing Football SRL-ის მუშაობის რეალური მიზანი "სპორტული აქტივობებიდან თანხების გამოყოფაა, რათა ყოველგვარი საკონტრაქტო შეთანხმებების გარეშე შავი ბაზრის კაპიტალთან ხელმისაწვდომად".
"ვფიქრობთ, ეს იმისათვის ხდება, რათა საერთაშორისო გადასახადების თავიდან აცილებას აარიდონ თავი", - წერია დოკუმენტში.