ავტორიზაცია

სერია ა-ში დაბრუნება საშინელი გამოდგა — ლეგენდარულმა შევჩენკომ ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა

სერია ა-ში დაბრუნება საშინელი გამოდგა — ლეგენდარულმა შევჩენკომ ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა
თარიღი 18 Dec 2021, 18:05

იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის ეგიდით, ანდრეი შევჩენკოს "ჯენოა" სტუმრად "ლაციოსთან" (1:3) დამარცხდა.

ასე და ამგვარად, უკრაინელმა სპეციალისტმა კლუბის ისტორიაში ანტირეკორდი დაამყარა - გენუელებმა სერია ა-ში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ჩატარებული პირველი 6 მატჩიდან ვერცერთი მოიგეს.

საერთო ჯამში, "ჯენოამ" ამ ექვსი შეხვედრიდან ხუთი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა, გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება კი ასეთია: 2:13.

აღსანიშნავია, რომ შევჩენკოს მეთაურობით გენუელებმა ერთადერთი გამარჯვება იტალიის თასზე მოიპოვეს, სადაც 1/16 ფინალში "სალერნიტანა" (1:0) დაამარცხეს.

"ჯენოა", რომელსაც 45 წლის უკრაინელი სათავეში 7 ნოემბერს ჩაუდგა, სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.