კავანის კიდევ ერთი შეთავაზება ჰქონდა — კლუბი, რომელსაც ურუგვაელმა ბარსელონა ამჯობინა
დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ედინსონ კავანი ზამთარში მანიკუნიანელთა რიგებს დატოვებს.
გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, 34 წლის ურუგვაელმა "ბარსელონას" წინადადებაზე დათანხმება გადაწყვიტა და კატალონიაში გადასვლა იანვარშივე სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდილ ფორვარდს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტის გაფორმება სურს, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ თანამშრომლობა უფრო გრძელვადიანი იყოს.
როგორც აღინიშნება, კავანის კიდევ ერთი კლუბისგან ჰქონდა შეთავაზება - კერძოდ, "ბოკა ხუნიორსისგან", მაგრამ "ბარსას" გამო იუარა.
მიმდინარე სეზონში ედინსონმა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" 2020 წლის ოქტომბრიდან ირიცხება, ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.