ლევანდოვსკიმ 2021 წელი შეაფასა: "გერდ მიულერის რეკორდის დამხობით ძალიან ვამაყობ"
"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც 2021 წელს ბუნდესლიგაში 43 გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი დაამხო, წელიწადი შეაფასა.
მოგეხსენებათ, გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების მე-17 ტურის ეგიდით, "ბაიერნმა" გუშინ "ვოლფსბურგი" (4:0) გაანადგურა და რა საკვირველია, 33 წლის პოლონელმაც მოახერხა თავის გამოჩენა.
"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ . პირადად ჩემთვის რთული თამაში იყო. სივრცეები არ მქონდა, "ვოლფსბურგი" დაცვით ფეხბურთს თამაშობდა".
"ამ წლით ძალიან ვამაყობ. ახალ საფეხურზე ავედი. მღელვარე წელიწადი წარსულს ბარდება, ემოციებით აღსავსე".
"ახლა ოჯახთან და მეგობრებთან ვაპირებ დროის გატარებას. ახალ წელს კარგ ატმოსფეროში უნდა შევხვდე", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Bayern & Germany.