ავტორიზაცია

ბარსელონამ თვალი რეშფორდსაც დაადგა — რას ფიქრობს თავად მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი?

ბარსელონამ თვალი რეშფორდსაც დაადგა — რას ფიქრობს თავად მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი?
თარიღი 18 დეკ 2021, 19:17

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, მარკუს რეშფორდი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

24 წლის ინგლისელი კატალონიურ გრანდში გადასვლის ვარიანტს განიხილავს, წერენ ესპანურ მედიაში.

აღსანიშნავია, რომ რეშფორდი "ეშმაკუნების" რიგებიდან აბარგებას გეგმავს, რადგან მანიკუნიანელთა რიგებში ზედმეტად ბევრი თავდამსხმელი ირიცხება, რის გამოც რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აღარ ეძლევა.

თავის მხრივ, "ბლაუგრანას" შემადგენლობის გაძლიერება ნამდვილად სჭირდება და ხელმძღვანელობა მომდევნო სატრანსფერო ბაზრებზე აქტიურობას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში რეშფორდმა, რომელიც "ემიუს" პირველი გუნდის ღირსებას 2016 წლის იანვრიდან იცავს, ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.