ავტორიზაცია

"ურთულესი არჩევანია", - ზლატანმა მესისა და რონალდუს შორის საუკეთესო აირჩია

"ურთულესი არჩევანია", - ზლატანმა მესისა და რონალდუს შორის საუკეთესო აირჩია
თარიღი 18 დეკ 2021, 21:23

„მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს შორის გააკეთა არჩევანი.

„ორივე ძალიან ძლიერია და ეს ურთულესი არჩევანია. თუმცა, თუ არჩევა მომიწია, მესის ავირჩევ.

მასთან ერთად ვთამაშობდი და ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მას ბუნებისგან აქვს მიღებული.“ - ციტირებს იბრას სიტყვებს AS.

40 წლის შვედი თავდამსხმელი მესისთან ერთად „ბარსელონში“ 2009/10-სეზონში ასპარეზობდა.

ამ სეზონში 34 წლის არგენტინელმა „პსჟ-ს“ მაისურით ლიგა 1-ს 10 მატჩში 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა მის ანგარიშზეა ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 5 გატანილი გოლი.

რაც შეეხება რონალდუს, მან პრემიერ ლიგის 13 მატჩში შვიდი გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.