ავტორიზაცია

როგორ მოიპოვა აბრამოვიჩმა ბრიტანეთში შესვლის უფლება, სადაც 2018 წელს ვიზა არ გაუგრძელეს?

როგორ მოიპოვა აბრამოვიჩმა ბრიტანეთში შესვლის უფლება, სადაც 2018 წელს ვიზა არ გაუგრძელეს?
თარიღი 19 Dec 2021, 11:37

რუსი მილიარდერი და ლონდონის "ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი პორტუგალიის მოქალაქე გახდა.

ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა Público, აგრეთვე РБК და Forbes-ი იტყობინებიან.

აბრამოვიჩს, როგორც იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები სეფარდი ებრაელთა თემის შთამომავალს, პორტუგალიის მოქალაქეობის მიღება არ გასჭირვებია.

არსებული ცნობით, ბიზნესმენმა მოქალაქეობაზე განაცხადი 2020 წლის ოქტომბერში შეიტანა, პროცედურა 2021 წლის აპრილში დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს აბრამოვიჩმა ბრიტანეთის ვიზის გაგრძელება ვერ მოახერხა. ბიზნესმენს შვეიცარიის ბინადრობის მიღება უნდოდა, მაგრამ არც ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილდა და იმავე წელს ისრაელის მოქალაქე გახდა.

ახალმა პასპორტმა მას დიდ ბრიტანეთში უვიზოდ შესვლის საშუალება მისცა, თუმცა, მიუხედავად ამისა, დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ქვეყანაში სამი წლის მანძილზე არ ჩადიოდა.