ავტორიზაცია

VIDEO: მე-4 გოლი 5 მატჩში - მიქელთაძემ ავსტრალიაში კვლავ გაიტანა

თარიღი 19 დეკ 2021, 12:00

ავსტრალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში მაკარტურისა და ნიუკასლ ჯეტსის დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

ნიუკასლ ჯეტსის შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ გაიტანა, ეფექტური საჯარიმო დარტყმით.

5 ჩატარებულ მატჩში ბექა მიქელთაძეს ავსტრალიური კლუბის მაისურით 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.