ავტორიზაცია

ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში წლობით იყვნენ - დინამო თბილისი 4-მა მოთამაშემ დატოვა

ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში წლობით იყვნენ - დინამო თბილისი 4-მა მოთამაშემ დატოვა
თარიღი 18 დეკ 2021, 14:33

სეზონის დასრულების შემდეგ დინამო თბილისიდან წასული ფეხბურთელების რაოდენობა 11 ფეხბურთელამდე გაიზარდა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, დინამო თბილისიდან წასული მოთამაშეების რიგებს გიორგი გაბედავა და ბაქარ ქარდავა შეუერთდნენ, ხოლო გუნდის აღზრდილები გიორგი კუცია და დავით კობოური, დიდი ალბათობით, იჯარის წესით სხვა გუნდებს შეუერთდებიან.

ამ მომენტისთვის დინამო თბილისიდან წასული მოთამაშეების სია შემდეგნაირია: ომარ მიგინეიშვილი, ნოდარ იაშვილი, გიორგი ქიმაძე, ფაბიან სპორსკლედე, დავით კობოური, მილან რადინი, ჯანო ანანიძე, ბაქარ ქარდავა, ნოდარ ქავთარაძე, გიორგი კუცია და გიორგი გაბედავა.

დინამო თბილისმა ახალი სეზონისთვის ჯერ მხოლოდ 4 ფეხბურთელი დაიმატა: დავით კერესელიძე - მეკარე გაგრადან, გოდფრი სტეფენი - მცველი იაგიელონიადან, ოსმანე კამარა - ნახევარმცველი გორის დილადან და სტანისლავ ბილენკი - ფორვარდი დინამო ბრესტიდან.