ავტორიზაცია

"წარმოუდგენელ თამაშს აჩვენებს", - კარაგერმა პრემიერ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

"წარმოუდგენელ თამაშს აჩვენებს", - კარაგერმა პრემიერ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 19 დეკ 2021, 12:11

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა ინგლისის ჩემპიონატის მოგების პრეტენდენტთა შესახებ ისაუბრა.

"მანჩესტერ სიტი" წარმოუდგენლად თამაშობს. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ჩემი ფავორიტია", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Sky Sports-ი.

"სიტისა" და "ლივერპულს" შორის სხვაობა მცირეა, მაგრამ როცა "ქალაქელთა" ასეთ მატჩზე მოხვდები , დაინახავ, რამდენად დიდებულები არიან".

"არა მგონია, უკვე იყოს რაიმე გადაწყვეტილი. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, "ჩელსი" "ლივერპულსა" და "სიტის" 4 ქულით უსწრებდა".

"ჩანს, რამდენაც სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. მაგრამ თუ ვიღაც 6-7 ქულით გაიჭრება წინ, დანარჩენებს პრობლემები შეექმნებათ", - დასძინა კარაგერმა.