ავტორიზაცია

ტადიჩმა მესის რეკორდი მოხსნა — რამდენი ასისტი დაუგროვდა აიაქსის შემტევს მიმდინარე წელს?

ტადიჩმა მესის რეკორდი მოხსნა — რამდენი ასისტი დაუგროვდა აიაქსის შემტევს მიმდინარე წელს?
თარიღი 19 დეკ 2021, 14:07

ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-16 ტურის ეგიდით, "აიაქსმა" შინაურ კედლებში "ალკმაარს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში ამსტერდამელთა შემტევმა, დუშან ტადიჩმა შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

ასე და ამგვარად, 33 წლის ფეხბურთელმა კალენდარულ წელში გაკეთებული ასისტების რაოდენობით ლიონელ მესის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 2011 წელს "ბარსელონას" მაისურით 36 გადაცემა მიითვალა, ხოლო 2021 წელს ტადიჩს უკვე 37 საგოლე პასი დაუგროვდა.

ცნობისთვის, გამოცდილი სერბი "აიაქსის" ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს, გუნდს იგი "საუთჰემპტონიდან" შეუერთდა.