ავტორიზაცია

პსჟ-დან სხვა კლუბში განათხოვრებულ თავდამსხმელს რეალში გადასვლა უნდა

პსჟ-დან სხვა კლუბში განათხოვრებულ თავდამსხმელს რეალში გადასვლა უნდა
თარიღი 19 დეკ 2021, 15:14

"პარი სენ ჟერმენის" გარემარბს, პაბლო სარაბიას, რომელიც ამჟამად იჯარით "სპორტინგში" ირიცხება, მადრიდის "რეალში" დაბრუნება სურს, წერს El Nacional-ი.

29 წლის ესპანელი პორტუგალიურ კლუბში საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ ლისაბონელებს მისი კონტრაქტის შესყიდვის საშუალება არ აქვთ.

თავის მხრივ, სარაბიას "პსჟ"-ს ფეხბურთელად დარჩენა არ უნდა, რადგან არ არის დარწმუნებული იმაში, რომ პირველ გუნდში ბევრი შანსი ექნება.

ასე და ამგვარად, გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელთა საკუთრებაში მყოფ შემტევს "სამეფო კლუბში" გადასვლა უნდა, სადაც ადრეულ წლებში ირიცხებოდა.

მიმდინარე სეზონში სარაბიამ ყველა ტურნირზე ერთად "სპორტინგის" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 ასისტიც მიითვალა.

ესპანელ გარემარბს "პსჟ"-სთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წელს ეწურება და Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.