სტერლინგი: "კარიერაში ერთადერთი ეპიზოდი, რასაც ვნანობ, არის ის, თუ როგორ დავტოვე ლივერპული"
11 დეკემბერს, პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ სიტიმ" შინ "ვულვერჰემპტონი" (1:0) დაამარცხა, ერთადერთი გოლი რაჰიმ სტერლინგის ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ "ქალაქელთა" ინგლისელ შემტევს ინგლისის ჩემპიონატში უკვე 100 გატანილი ბურთი დაუგროვდა.
სტერლინგმა Sky Sports-თან ინტერვიუში თავისი კარიერის შესახებ ისაუბრა:
"ზოგჯერ უნდა გაიგო, რა გინდა - კარიერა საკმაოდ ხანმოკლეა, ზოგჯერ არ იცი, კონკრეტულად რა მოხდება. იმ გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, რომლებიც ყოველთვის სწორი არ არის. ზოგჯერ ასეთი ცვლილებები უკეთესობისკენ არის მიმართული".
"კარიერაში ერთადერთი ეპიზოდი, რასაც ვნანობ, არის ის, თუ როგორ დავტოვე "ლივერპული". დანარჩენი ყველაფერი კარგად იყო".
"ამ კლუბმა ჩემს განვითრებაში ბევრი ჩადო, უდიდესი როლი ითამაშა ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში. მას შემდეგ "ლივერპულის" მიმართ დიდი სითბო მაქვს", - დასძინა 27 წლის შემტევმა.
შეგახსენებთ, სტერლინგი "ლივერპულიდან" "მანჩესტერ სიტიში" 2015 წლის ზაფხულში 63,7 მილიონ ევროდ გადავიდა.